ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორი, კომპოზიტორი (დაბადების ადგილი: ქ. თბილისი)
დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯი 1996 წელს (ფორტეპიანო, კომპოზიცია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2005 წელს (საკომპოზიციო).
1999-2003წწ. სწავლობდა ქ. ვენის მუსიკალურ და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში; 2005 წლიდან არის საქართველოს ე. მიქელძის სახელობის მუსიკალური ცენტრის და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
2009 წლიდან დააარსა თანამედროვე აკადემიური მუსიკალური ფესტივალი "კონტრაპუნქტი", აგრეთვე "სიმებიანი კვარტეტი გიწვევთ"; განახორციელა პროექტები: გ. ყანჩელის მუსიკაზე "ყველას გვაქვს რაღაც გასახსენებელი", "მსოფლიო კინომუსიკა" (2014), ქართველ კომპოზიტორთა საავტორო და საიუბილეო კონცერტები; თანამშრომლობს: ლ. ისაკაძე, პ. ბურჭულაძე, ხ. ბუნიათიშვილი, ა. რაჭველიშვილი, ი. ბაშმეტი, მ. ლეგრანი, კ. სკანავი; რეპერტუარი: ჯ. პერი "ევრიდიკე" (გაორკესტრების ავტორი და დირიჟორი, პირველი დადგმა საქართველოში 2000), გ. ყანჩელი სიმფონი N5, ვოკალურ–ინსტრუმენტული "პატარა იბერი", "Dix", "Stix" (რ. სტურუას თეატრალური ვერსია), "ქეთო და კოტე" (ვ. დოლიძის ოპერისა და ა. კერესელიძის კინოვერსიის მიხედვით), ს. ნასიძე ალტის კონცერტი, ნ. სვანიძე "ქართული ლამენტაციები", "წრე", ორატორია "ფიროსმანი", ნ. მამისაშვილი "სევდის პოეზია", ა. პიარტი "Tabula Rasa" (პირველი შესრულება საქართველოში): თხზულებები: საფორტეპიანო კონცერტი "ინტროვერსია", საორკესტრო პიესა "პასუხი", ვოკალურ–ინსტრუმენტული "გზა შინისაკენ და უკან"; ავტორია მუსიკალური კლიპების; მუსიკა მხატვრული ფილმებისათვის: "როგორც ლურჯა ცხენები" (2003, რეჟისორი თ. მენაბდე, კ. მელითაური), "მიდიოდა მატარებელი" (2005, რეჟისორი გ. შენგელაია); დოკუმენტური ფილმები: "სახლი სიხარულისა" (2008, რეჟისორი მ. კოკოჩაშვილი); მუსიკალურ–დრამატული სპექტაკლები, მრავალი არანჟირება; გასტროლებით შემოიარა: რუსეთი, გერმანია, ავსტრია, ინგლისი, აშშ; პიანისტი, კონცერტმაისტერი. მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია (2001), ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალ "საუკეთესო თეატრალური მუსიკის" პრიზი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316