თენგიზ არჩვაძე- მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1932 წლის 3 აგვისტო, ქ. თბილისი.
განათლება : 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1967წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში. 1973წლიდანკი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
პრემიები და წოდებები:
1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1981 -სსრკ სახელმწიფო პრემია
1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტი
2020 -ქ.რუსთავის საპატიო მოქალაქე
2020- ქ. მცხეთის საპატიო მოქალაქე
თენგიზ არჩვაძე მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 50-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა. 55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში (1961-2003 წწ.) მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972).
თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ 2011 წლის 26 იანვარს