ნოდარ დუმბაძე - მწერალი (1928 წ.14 ივლისი ქ. თბილისი)
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად ნოდარ დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა.
1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.