ნუცა მამაცაშვილი - მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი
1974 წ.- დაამთავრა ქალაქ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორია , სპეციალობა - ფორტეპიანო
2000 წელი - დაჯილდოვებულია ღირსების მედლით,საქ.პრეზიდენტის ედ.შევარდნაძის განკარგულება N -1091, 11 სექტემბერი
2002 წელი - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო „ საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლების სერტიფიკატი- როგორც დირექტორი - პედაგოგი.
2002 წელი - საქართველოს კულტურის მინისტრი-ს.გოგიბერიძე - მადლობის სიგელი ნაყოფიერი პედაგოგიური , შემოქმედებითი და საუკეთესო ორგანიზატორული მუშაობისათვის.
2010 წელი - მცხეთის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება დირექტორი გ.ქავთარაძე, მიენიჭა „საუკეთესო პედაგოგის წოდება“
2011 წელი - ქალაქ თბილისის მერი- გიგი უგულავა, სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარებულ კონცერტში წარმატებული მონაწილეობისათვის
2010-11-12-13 წლები - მადლობის სიგელები და დიპლომები - მოზარდი თაობის ესთეტიური აღზრდისათვის და კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მუშაობის გარდაქმნისათვის, სიახლეების დანერგვისათვის, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული ღონისძიებებისათვის და პედაგოგიურ მოღვაწეობაში მიღწეული წარმატებებისათვის.
2015 წ.14.10. - ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი - ა.ნემსიწვერიძე,
მუსიკალური დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის არჩეულია ქალაქ მცხეთის „ საპატიო მოქალაქედ“
2017 წელი - ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთ. დირექტორი შ.არჯევანიძე, დაჯილდოვდა წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისა და საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
2018 წელი - საქართველოს ხელოვანთა კავშირი - „ხელოვანები მომავლისათვის „ - ‘’მომავლის ვარსკვლავი „ სერტიფიკატი - წარმატებული მოღვაწეობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის