26 ივლისს, ა(ა)იპ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი და ა(ა)იპ ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ატაშვილი ესტუმრნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ერთობლივი ორგანიზებით მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. სასადილოსბენეფიციარებს გადაეცათ გაერთიანების ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ორფან გრეინ ტრეინის“ (Orphan Grain train”) მიერ გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთი - ჰიგიენური ნაკრების, საკვების, ელექტრო საკერავი მანქანის, მეორადი ტანსაცმლის სახით, ასევე გადაადგილების საშუალებები.მსგავსი აქციები „უფასო სასადილოში“ პერიოდულად იმართება და სასადილოს ბენეფიციართა საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალშიც გაიმართება.
საჩუქრების გადაცემის ცერემონიაზე ბენეფიციართა სხვადასხვა სურვილების და პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრეს. ა(ა)იპ უფასო სასადილოს დირექტორის ქეთევან ჩოჩიას თქმით კეთილმოეწყო სასადილო ოთახი და სამზარეულო , განახლდა მენიუ, რაც როგორც ბენეფიციარებისთვის ასევე მომსახურე პერსონალისთვის სასიხარულო ფაქტია.