მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მშენებლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გივი გიუტაშვილი და თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძესთან ერთად მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ. 

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2023 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები. 

ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება სთხოვეს. 

კომპანიების წარმომადგენლებმა მერის მოადგილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.

განიხილეს პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. 

კონტრაქტორ კომპანიებთან აღნიშნული სახის შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018