მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

„არჩილ ტატუნაშვილის, ჩვენი დროის გმირის  ისტორია ნათლად ასახავს იმ უსამართლობას, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო. ჩვენი დროის გმირები, რომლებიც შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018