დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამსახურის, განყოფილების და მერიის დაქვემდებარებაში შემავალ ა(ა)იპ- ების უფროსებთან თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი უძღვებოდა მოადგილეებთან ერთად.მუნიციპალიტეტის მერმა სფეროების მიხედვით შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხელველობის სამსახურების აქტუალურ საკითხებზე.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.