მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მინი სპორტული მოედნები სოფლებში

სოფელ ძეგვში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს, მუხრანში კი სამუშაოები უკვე დასრულდა 

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში - ძეგვსა და მუხრანში იმყოფებოდა. 

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნულ სოფლებში სპორტული მოედნების დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. 

კერძოდ, ამ ეტაპისათვის სოფელ ძეგვში, კორპუსებთან სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მონოლითური რკინაბეტონის კედლისა და საძირკვლის მოწყობას, ფეხბურთისა და კალათბურთის ფარებისა და სანათების დამონტაჟებას გულისხმობს. აგრეთვე, მის მიმდებარედ სატრენაჟორო სივრცის მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოედანი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი 2015“ ახორციელებს. 

რაც შეეხება მუხრანს, სოფელში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ღობე, განათებები და ჩატარდა სხვა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ჯი აი სი“-მ განახორციელა. 

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს და ამ მიმართულებით პროექტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018