მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსანში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქსანში იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. 

როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კაუჩუკის ფილებისა და ბალახის საფარის დაგება, ბავშვებისათვის სათამაშო კუთხის მოწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდება. ასევე, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები, ფანჩატური, ურნები, დეკორატიული სანათები,  ტრენაჟორები, ტენისის მაგიდა. დამონტაჟდება განათებები, შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები და ჩატარდება ყველა სხვა საჭირო სამუშაო. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში სკვერების კეთილმოწყობის 4 მიმდინარე პროექტია. სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით მომავალში კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018