მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, 2019 წელს რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ მხრივ, სამშენებლო კომპანიების მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი. „ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული პროექტის წარმატებით განხორციელებაა. მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს გამოცხადებულ ტენდერებში ჩაერთონ. აქტიურად ვმუშაობთ, რათა სატენდერო გარემო კონკურენტუნარიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შეხვედრის მიმდინარეობისას. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სამუშაოების სათანადოდ შესრულების კუთხით ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებენ, მიმდინარე პროცესებში ჩართვას შეუზღუდავად შეძლებენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018