მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა მრავალშვილიან დედებს.
დიმიტრი ზურაბიშვილმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები - ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგული გადასცა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს. უამრავ ღიმილს და ულევ ბედნიერ დღეებს გისურვებთ!