მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში შემომავალი ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე (არსენას ძეგლიდან მტკვარზე არსებულ ხიდამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, გათვალისწინებულია გზის გასწვრივ არსებული კედლის ზედაპირის მოპირკეთება, რულონური გაზონით დაფარვა, ტროტუარებისა და ბორდიულების დაგება, ქუჩიდან ასასვლელი კიბეების მოწყობა, ქვის სკამებისა და  ურნების განთავსება. 

აღნიშნული პროექტი ორ ნაწილად მიმდინარეობს და შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიები ერთდროულად ახორციელებენ.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ ლარს აღემატება და ის მიმდინარე წელს დასრულდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018