მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის ბანკის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილე პირებს უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა გამოკვლევები (სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა, სისხლის საერთო ანალიზი, B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი).