მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მოქალაქეებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოქალაქეებს ხვდება. 

ადგილობრივები მუნიციპალიტეტის პირველ პირს პრობლემებს აცნობენ და მათ მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდება.

დიმიტრი ზურაბიშვილი მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ისმენს და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას ჰპირდება.

შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.

მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმართება.

მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018