სოფელ წეროვანში შიდასაუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ასფალტის ფენა უკვე დაიგო 7 ქუჩაზე, რომლის საერთო სიგრძე 3 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩებზე ასფალტის საფარი პირველად იგება.
პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარდა აღნიშნულისა, ასევე გათვალისწინებულია, ქვემო წეროვანში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს ყველა ქუჩის მოასფალტებას.