სოფელ კოტორაანთკარში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მევენახის ქუჩაზე, სადაც პროექტით ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისწინებული, ამ ეტაპისთვის, სასმელი წყლის მაგისტრალური მილები იცვლება. სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება აღნიშნული გზის კეთილმოწყობა. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 636 447 ლარია, აპრილის ბოლომდე დასრულდება. რეაბილიტაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მშენებელი“ ახორციელებს.