წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სკვერისა და ტრენაჟორების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 215 087 ლარს შეადგენს.
პროექტით სკვერში იგება დეკორატიული ფილები, ეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდება ტრენაჟორები და დეკორატიული შადრევანი.
სკვერი ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
მოსასვენებელ ზონაში მოწყობილია სკამები, ლამპიონები, ფანჩატური. დაიდგმება ურნები და დაირგვება ყვავილოვანი მცენარეები.
სკვერი შემოიფარგლა მოაჯირით, ხოლო ირგვლივ კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთების პროცესშია.
სკვერების მშენებლობა მუნიციპალიტეტში, ასევე მიმდინარეობს 6 ლოკაციაზე: ქალაქ მცხეთაში ( რკინიგზის სადგური), წინამძღვრიანთკარში, წილკნის ი.გ. პირთა დასახლებაში, ძალისში და ქსანში.