სოფლებში წოდორეთსა და ნაფეტვრებში ( ნაფეტვრები 2), შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორივე სოფელში 4 კმ-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
წოდორეთში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა. დასრულებისთანავე, დაიწყება გზის მოსწორებისა და შემდგომ, ასფალტის ფენის დაგების სამუშაოები.
ასფალტის ფენით მოპირკეთდება იგეგმება გზიდან შესასვლელი ჩიხების 10 მეტრიანი მონაკვეთებზეც.
ნაფეტვრებში, ამ ეტაპისთვის, გზის ნაწილზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.