წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩიფჩიურმა, მცხეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 215 087 ლარი შეადგინა.
სკვერში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდა ტრენაჟორები და დეკორატიული შადრევანი.
მოსასვენებელ ზონაში მოწყობილია სკამები, ლამპიონები, ფანჩატური. დაიდგა ურნები, დაირგვება ყვავილოვანი მცენარეები. შემოიფარგლა მოაჯირით, ირგვლივ კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთდა.
სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ამჟამად, მუნიციპალიტეტში სკვერების მშენებლობა კიდევ 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: ქალაქ მცხეთაში ( რკინიგზის სადგური), წინამძღვრიანთკარში, წილკნის ი.გ. პირთა დასახლებაში, ძალისში და ქსანში.