მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძალისში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება სხვადასხვა სახის სამუშაოები. მათ შორის, განახლდება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, დაიგება ბორდიულები, დეკორატიული ფილები, მოეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დეკორატიული შადრევანი. დამონტაჟდება ტრენაჟორები, დაიდგმება სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, ურნები და დაირგვება დეკორატიული მცენარეები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 000 ლარს შეადგენს.

ამჟამად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკვერების მშენებლობა, ძალისის გარდა, კიდევ 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს: ქალაქ მცხეთაში ( რკინიგზის სადგური), წინამძღვრიანთკარში, წილკნის ი.გ. პირთა დასახლებასა და ქსანში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018