მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკანში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

წილკნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, საბავშო ბაღის მიმდებარედ, სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს .

სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 93 955 ლარია.  

სპორტული მოედანი რკინის კონსტრუქციითა შემოღობილი და თანამედროვე სტანდარტების შეასაბამისად ეწყობა.

სკვერში კი უკვე დამონტაჟდა ლამპიონები, სასმელი წყლის შადრევანი, შემოიღობა რკინის კონსტრუქციით და მიმდინარეობს ბორდიულებისა და დეკორატიული ფილების დაგება. განთავსდება სკამები და  ურნები. დაირგვება დეკორატიული მცენარეები. მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ბავშვთა კუთხე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018