1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომლის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
“34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.
სწორედ ამ თავგანწირვის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოეწერა ხელი. მადლობას ვუხდი გმირებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე” - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.