მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომოდ ნობათი გადაეცათ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, მუხრანის მოხუცთა თავშესაფარს, უსინათლოებს და ვეტერანებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი, გიორგი ბაჯაძე და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ მათ, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცეს და პირადად გადასცეს კუთვნილი ნობათი. 

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს 1500 ოჯახი მიიღებს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური, მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს პერიოდულად ახორციელებს და შესაძლებლობის ფარგლებში, საკვები პროდუქტებით ეხმარება სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე შეჭირვებულ ოჯახებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018