მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კლუბ "ბურის" წევრების ვიზიტი მცხეთის მერთან

სსიპ - ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის კლუბ "ბურის" წევრების ვიზიტი მცხეთის მერთან.USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა ბიზნესის ფორუმზე, სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის კლუბ "ბურის" მოსწავლეებმა პროექტი - "აღმოაჩინე შენი სოფელი" მცხეთის მერს დიმიტრი ზურაბიშვილს წარუდგინეს.

პროექტის მიზანია სოფელ მუხრანში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, თემის,სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება , ტურისტული ბანკის და (ფაზლი) რუკის შექმნა და მოზარდებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

სკოლა - ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში , რომელსაც ორგანიზაცია PH international აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დიმიტრი ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს სტუმრობისთვის და იმ პროექტის წარდგენისათვის, რომელიც მოზარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

თავის მხრივ კი მოსწავლეებს მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი მომავლშიც აქტიურად გააგრძელებს როგორც ახალგაზრდების მერიაში მიღებას, ასევე მათთან სტუმრობას იდეებისა და მოსაზრებების გაცვლის მიზნით.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018