ევროპის ჩემპიონს, გივი მაჭარაშვილს, აეროპორტში გულშემატკივრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სხვა წარმომადგენლებთან ერთად დახვდა.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მცხეთელი გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 4:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობა არავის დაუთმო.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 39 ქვეყნის ნაკრებს შორის, მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ ფალავანს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მის გუნდთან ერთად.