მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გამწვანების აქცია

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქციის ფარგლებში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან - დიმიტრი ზურაბიშვილთან და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან, ასევე, მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ვაზიანში, სხვადასხვა ჯიშის ხის 100 ნერგი დარგეს.

აქტივობისთვის  სოფელ ვაზიანში ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაყვანილი ნატახტარი-ლეხურას გაზსადენის 17 კილომეტრიანი დერეფნის მიმდებარედ არსებული ფერდობი, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, შეირჩა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს სკოლა, სპორტული მოედანი და საბავშვო ბაღი.

დასარგავი ხის ჯიშები კი სპეციალისტებმა ადგილობრივი გარემო პირობებისა და კლიმატის გათვალისწინებით შეარჩიეს. მათ შორის არის იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, კვიპაროსი და ა.შ. 

გამწვანების აქცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანისა და კორპორაციის დირექტორატის ინიციატივითა და ჩართულობით ჩატარდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018