მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

საერთაშორისო პროექტი „I got the power/მე მაქვს ძალა“ -ს წარმომადგენლები მცხეთის მერიაში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები, სამომავლო გეგმები და მუშაობის სტრატეგია გააცნეს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა დისკრიმინაციასა და გენდერულ თანასწორობაზე, რათა მონაწილეებმა შეძლონ დაინახონ დისკრიმინაცია, როგორც დაბრკოლება მშვიდობიანი/არაძალადობრივი საზოგადოების შენებისთვის. 

საერთაშორისო პროექტი „I got the power/მე მაქვს ძალა“ დაფინანსებულია ლატვიის ნაციონალური სააგენტოს - Jaunatnes Starptautisko programmu aģentūra -ს მიერ ევროკავშირის თანადაფინანსებით და მასში მონაწილეობას იღებს 4 ქვეყნის (18-დან 30 წლის ჩათვლით) 41 მონაწილე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018