მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაუმჯობესება ყოველწლიურად ხდება. 2019 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების სია უკვე ცნობილია და მიმდინარეობს მისი სრულყოფა. ეტაპობრივად, პროექტებსა და სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. გათვალისწინებული პროექტებიდან, ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთი, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულია და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა:
• სოფ. ნავდარაანთკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ;
ჭაბურღილის მოწყობა და დაქსელვა;
• სოფ. ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია;
• სოფ. არაშენდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
• ქ. მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
• სოფ. ძეგვში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და დაქსელვა სოფლის ცენტრის მიმდებარედ.
2019 წელს, ადგილობრივი და მგფ-ის თანადაფინანსებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებიც დაემატება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობის სოციალური პირობები უფრო გააუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით დაფინანსდა 40 ობიექტის მშენებლობა, საერთო თანხით - 10 283 377 ლარი. ამჟამად, მიმდინარეობს წინა წელს დაწყებული რამდენიმე გარდამავალი ობიექტის მშენებლობა, რომლებიც გაზაფხულისთვის დასრულდება.