ქალაქ მცხეთაში, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობა მცხეთის ცენტრიდან ბაზრის ჩასახვევამდე მიმდინარეობს.
ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნოდო“ ახორციელებს.