მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის გიჟიცკოს მუნიციპალიტეტში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, მერის დიმიტრი ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური  ვიზიტით, მცხეთის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ, პოლონეთის რესპუბლიკის გიჟიცკოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

შეხვედრების მთავარ მიზანს დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ისახავდა.  

მცხეთის დელეგაციას გააცნეს გიჟიცკოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული და მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში. 

მუნიციპალიტეტის პირველ პირებს პოლონელმა კოლეგებმა საკუთარ გამოცდილება და სამომავლო სტრატეგიული ხედვები, სხვადასხვა კუთხით, გაუზიარეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კეთილდღეობისა და ურთიერთგანვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლის საფუძველს თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპი წარმოადგენს, უზრუნველყოფენ ორმხრივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად  განვითარებას. მათ შორის ეკონომიკის,  ტურიზმის, კულტურის, განათლების, და სხვა მიმართულებები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის და გიჟიცკოს მუნიციპალიტეტის მერის მარეკ იასუდოვიჩის ინიციატივით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში მოეწყობა დამეგობრებული ქალაქების შესახებ საინფორმაციო კუთხეები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში ტურისტული ნაკადის ზრდას.

მცხეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, ასევე მონაწილეობა მიიღო პოლონეთის კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო დღესასწაულზე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018