მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ეთერ ბრაჭულს და მამა რევაზ წულაძეს დღევანდელი დღე პირადად მიულოცა. 

“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავს. ქედს ვიხრი თქვენი და ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი  მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის გაწირეს. მინდა მხნეობა, ჯანმრთელობა და მშვიდობიან საქართველოში დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ“ - დიმიტრი ზურაბიშვილი. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მათ ფულადი თანხა - 500 ლარის ოდენობით გადაეცათ, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018