მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შიომღვიმის მონასტერის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტერის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში გადის და დედათა მონასტრიდან შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელ გზას წარმოადგენს. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგზაო საფარის განახლება, წყალგამტარი მილებისა და კიუვეტების მოწყობა. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს,როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ასევე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მლნ. ლარამდეა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018