მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოქალაქეებთან შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი დღეს მოქალაქეებს ინდივიდუალურად შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად გაეცნო მოქალაქეების საჭიროებებს, განიხილა განცხადებები და შესაბამის სამსახურებს მათზე დროული რეაგირება დაავალა.

შეხვედრისას მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრონ. მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად, გაამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.

დიმიტრი ზურაბიშვილის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ადგილობრივების დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018