მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მშენებლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ. 

შეხვედრის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა  სამუშაოების მიმდინარეობა  შეაფასეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე და ვადებზე.  

კომპანიების წარმომადგენლებმა, მერს და მოადგილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და განსახორცციელებელი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე. განიხილეს პრობლემური საკითხები და  ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. 

კონტრაქტორ კომპანიებთან აღნიშნული სახის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018