მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბოლო ზარი

დღეს, მეთორმეტე კლასელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა - სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. 

ღონისძიებაზე,  მოსწავლეებმა  სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის N1 და N2 საჯარო სკოლას ესტუმრა და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  - 

„მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ და როგორც მცხეთის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებლად დატოვებთ თქვენს კვალს”. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა სკოლა დამთავრებულ მოსწავლეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, უსურვებს წინსვლას , ნათელ მომავალს და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018