მუხრანის ციხე-გალავნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი, რომელიც დაფინანსებულია მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის მიერ, აქტიურად მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და მერის წარმომადგენელი მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ მიქელაძე ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს.
პირველი ფაზა მოიცავს აღმოსავლეთ კედლის და მიმდებარე კოშკების, მათ შორის ,,მამაბურჯის'' რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, კედელზე მოეწყობა უსაფრთხო სასეირნო ბილიკი, დამონტაჟდება კიბეები და მოხდება ძეგლის განათება.
„მინდა მადლობა გადავუხადო მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდს და თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი შეაქვს ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუხრანში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მუხრანში ჩამოსული სტუმრებისთვის და მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.