მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის სკოლაში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები ერთად სწავლობენ, ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯიქიასთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომავალ თაობას სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.