მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მცხეთა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. 

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა 12:00 საათზე დაიწყება. 

მათ შორის, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ადგილზე იქნებიან ზღაპრის გმირებიც. ასევე, გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი, ბასტი-ბუბუს კონცერტი, საბავშვო სპექტაკლი და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. 

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. 

საღამოს კი ღონისძიებას ჯგუფ "ჩვენებურებისა" და ბენდ "გუფი ლენდის" კონცერტი დაასრულებს. 

დამოუკიდებლობის დღისთვის, ქალაქ მცხეთის ქუჩები უკვე მოირთო სახელმწიფო დროშებით, ამ წუთებში კი მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

#26მაისი

#ესდღეჩვენია

#თავისუფლებისსიყვარულით 

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018