მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


26 მაისი

ცხეთაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისს 18:00 საათიდან მცხეთის ცენტრალურ მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. 

ცენტრალურ მოედანზე მიმავალ ტრანსპორტს საშუალება ექნებათ მიმართულება თბილისისკენ გააგრძელონ თეატრონის ჩასახვევიდან და შემდეგ მოძრაობა განაგრძონ ანტიოქია-კოსტავას ქუჩით. 

კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018