მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობის საყურადღებოდ!

მოსახლეობის საყურადღებოდ!

30 მაისს, სოფელ მუხრანში, კულტურის ცენტრის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ჩაატარებს ექიმ-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას. 

მოსახლეობას გააცნობენ სიახლეს საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში კატარაქტის დროს ამერიკული წარმოების ბროლით ფაკოემულსიფიკაციის შესახებ.

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაქვთ სურვილი ჩაიტაროთ თვალის უფასო გამოკვლევა, შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ მუხრანის კულტურის ცენტრის შენობაში 12:00 – 14:00 საათამდე. 

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: +995 32 251 32 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018