სოფელ წინამძღვრიანთკარში შიდასაუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტით გათვალისწინებული იყო სამაჩაბლოდან დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ეზოს რეაბილიტაცია. ასევე, ამავე კორპუსისკენ მისასვლელი გზის მოასფალტება. სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ლუკრი“ შეასრულა სახელშეკრულებო თანხით, რომელიც 465 552 ლარს შეადგენს.