მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ოთარ კაპანაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

5 ივნისისდან 25 ივნისის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართება სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის ოთარ კაპანაძის სახელობის ტრადიციად ქცეული ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც ქალაქ მცხეთის უბნებიდან ფეხბურთის მოყვარულთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.ოთარ (სიხა) კაპანაძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მშობლიური ქალაქ მცხეთის საფეხბურთო გუნდ ,,არაგვში’’ ( შემდგომში ,,არმაზი“).

ტურნირში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ შეავსონ განაცხადი (იხ.ბმული: https://we.tl/t-RkfeXQ134S )
და წარმოადგინონ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 ივნისი, 15:00 სთ-ი, ხოლო 16:00 სთ-ზე გაიმართება კენჭისყრა.

აღნიშნულ დროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მონაწილეობის მსურველ გუნდებს შორის გაიმართება კენჭისყრა, რომელსაც უნდა ესწრებოდნენ ამ გუნდების წარმომადგენლები.

ტურნირის მიზანია სახელოვანი მცხეთელი სპორტსმენის სახელის უკვდავყოფა და ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ტურნირზე გათამაშდება ოთარ კაპანაძის (სიხა) სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.
ასევე, ფინალში მონაწილე გუნდები მიიღებენ შესაბამის ფულად ჯილდოებს.

თამაშები გაიმართება მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების მინი საფეხბურთო მოედანზე.

შეჯიბრების ხელმძღვანელია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

საკონტაქტო პირი თამაზ გრძელიშვილი
ტელ: 577-60-70-95.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018