სოფელ გალავანში შიდა საუბნო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
პროექტით, გალავანში საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგო და განახლდა კორპუსების ირგვლივ დაზიანებული ბორდიულები.
ამ ეტაპზე, კორპუსების მიმდებარედ გზაზე, წვიმების შედეგად დაზიანებული ასფალტის განახლების სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ელიზი“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 107 998 ათას ლარს შეადგენს.