საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ირაკლი მეძმარიაშვილს და მის პირველ მოადგილე ვიქტორ სანიკიძეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტული ობიექტები დაათვალიერებინეს და ყურადღება სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.