მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა მცხეთის მერიაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვენ.

ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

მცხეთის მერმა,  წარმომადგენლებს დაავალა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. 

მოუწოდა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას და მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრების პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას. 

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილი და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ელოშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018