მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ყაზბეგში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ყაზბეგში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  გასვლითი სხდომა გაიმართა. 

შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილთან და  სხვა წევრებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალოიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სხდომის ფარგლებში სხვადასხვა თემატური საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტის სახეობების განვითარებისა და ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებს.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების, მათი გამოჯანმრთელების პოლიტიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებაც. 

საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ გივი მიქანაძის ხელძღვანელობით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018