მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის დაქვემდებარებაში შემავალ ა(ა)იპ- ების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან ერთად უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, სფეროების მიხედვით განხორცილებული აქტივობების, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა თითოეულ სამსახურს მომავალში განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა.