სოფელ მისაქციელში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის (I და II მონაკვეთი) სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო თანხა 759975,89 ლარს შეადგენს.
გზების მოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან და აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.
„მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად და მათი ჩართულობით მცხეთის მუნიციპალიტეტში ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია გზების რეაბილიტაცია, სკვერების, რეკრეაციული ზონების და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა, რა თქმა უნდა მომავალ წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ასეთი პროექტების განხორციელებას“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.