ქალაქ მცხეთაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის ოთარ კაპანაძის სახელობის ტრადიციად ქცეული ტურნირი მიმდინარეობს მინი ფეხბურთში. მასში მცხეთის უბნებიდან მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები იღებენ მონაწილეობას.
ნახევარფინალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები „კირპიჩი“ და „არმაზი“ ფინალურ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 24 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების საფეხბურთო მოედანზე.
ტურნირზე გათამაშდება ოთარ კაპანაძის (სიხა) სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი, ხოლო ფინალის მონაწილე გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოებს.
ტურნირი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ყოველწლიურად ტარდება.